3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

კითხვა:

რაში გამოიყენება ლანთანოიდების ოქსიდები?

 

პასუხი:

ლანთანოიდების ოქსიდებს ახასიათებთ მაღალი ქიმიური სიმტკიცე და ძნელად ლღობადობა. მაგალითად, La2O3 დნება 2000 °С-ზე მაღალ ტემპერატურაზე, ხოლო CeO2 - დაახლოებით 2500 °С-ზე. ამ თვისებების გამო მათ ფართოდ იყენებენ სილიკატურ მრეწველობაში, აგრეთვე ფაიფურის, ჭიქურის და ემალის შესაღებად. ლანთანოდების ოქსიდები პრაქტიკულად არ იხსნება წყალში.ლანთანოდების ოქსიდებს იყენებენ მინის წარმოებაში მინის გასაუფერულებლად, ან პირიქით, მინისთვის ლამაზი შეფერილობის მისაცემად. მაგალითად, ნიობიუმ(III)-ის ოქსიდი მინას წითელ შეფერილობას აძლევს, ხოლო პრაზეოდიუმ(III)-ის ოქსიდი - მწვანეს. CeO2-ის, La2O3-ის და SiO2-ის ნარევი (პოლარიტი) გამოიყენება ოპტიკური ხელსაწყოებისა და სარკის მინის პრიზმებისა და ლინზების გასახეხად (გასაპრიალებლად, დასახვეწად). CeO2-ის, Pr2O3-ის და Nd2O3-ის დამატება მინას ანიჭებს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების შთანთქმის უნარს.


 

s