3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

კითხვა:

რა გამოყენება აქვს ლანთანისა და ნეოდიუმის ოქსიდებს? რას ამზადებენ ნეოდიუმის შემცველი მინისაგან?

 

პასუხი:

ლანთანის ოქსიდი ძირითადად გამოიყენება კერამიკულ და მინის წარმოებაში ძალიან მაღალი ტემპერატურისადმი გამძლე პროდუქციის მისაღებად. იგი არის ლანთანის ფთორიდის წარმოების შუალედური პროდუქტი. ფართო გამოყენება ჰპოვა ლანთანის ოქსიდმა ოპტიკურ-ბოჭკოვან წარმოებაში. ის აუცილებელია ე.წ. ლანთანური მინის მისაღებად, რომელსაც იყენებენ ფოტო-ობიექტივების, ოპტიკური ხელსაწყოების, ლაბორატორიული ჭურჭლის დასამზადებლად.

ლანთანის ოქსიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას კატალიზატორებისა და ლუმინოფორების დასამზადებლად. მისი დამატებით იზრდება ფთორიდული მინის გაბნევის უნარი და ქრება ბუნდოვანება.

ისევე, როგორც ლანთანის ოქსიდი, ნეოდიუმის ოქსიდიც ძირითადად გამოიყენება კერამიკასა და ოპტიკური მინის წარმოებაში ნეოდიუმის მინა მიიღება გამდნარ მინაში ნეოდიუმის ოქსიდის დამატებით. რეაქციის შედეგად მინა მეწამულ-ვარდისფრად იღებება. ასეთი მინა გამოიყენება ლაზერულ (ინფრაწითელი გამოსხივების) და ასტრონომიულ ხელსაწყოებში, ნახევარგამტარულ ლაზერებში, ინერციული თერმობირთვული სინთეზის მრავალსხივიან სისტემებში. ცერიუმის შემცველი მინა რადიოაქტიური მოქმედებისას არ მუქდება.

ადამიანები ყოფა-ცხოვრებაშიც იყენებენ ნიოდიუმის ოქსიდს ვარვარების ნათურის (უფრო მეტად ბუნებრივი ნათებისათვის), ავტომობილის უკანა ხედვის სარკეების სახით. ნიოდიუმის ოქსიდი გამოიყენება დიელექტრიკად (ძალიან მცირე გაფართოების კოეფიციენტით). მრეწველობაში ნიოდიუმის ოქსიდს იყენებენ სპეციალური შენადნობებისა და ფოლადის ლეგირებისათვის და ძლიერი მაგნიტების წარმოებაში.


 

s