2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რა ტიპის ცემენტებია ცნობილი შედგენილობის და გამყარების ტექნოლოგიის მიხედვით?

 

პასუხი:

ცნობილია სხვადასხვა შედგენილობის არაორგანული ცემენტები:

  • სილიკატური;
  • ფოსფატური;
  • მაგნიუმის (სორელის) ცემენტი;
  • თუთიის (სორელის) ცემენტი.

გამყარების ტექნოლოგიის მიხედვით არაორგანული ცემენტები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • ჰაერის ცემენტები - წყალთან შერევის შემდეგ მყარდება და ჰაერზე დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს;
  • ჰიდრავლიკური ცემენტები - წყალთან შერევის და ჰაერზე წინასწარი გამყარების შემდეგ კიდევ აგრძელებს გამყარებას და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიმტკიცეს წყალში. სილიკატური მასის გამყარება იწყება მათში 20-30 % წყლის შემცველობის დროს.

ქიმიურად რეაქციული ცემენტები - მათი თვისებები დამოკიდებულია სილიკატების სხვა კომპონენტებთან (BaSO3, Cr2O3, Fe2O3, CuSO4,  გაზის ჭვარტლი) ურთიერთქმედებაზე (ქიმიურ რეაქციებზე), პროცესი ნელა მიმდინარეობს. უფრო მაღალი რეაქციისუნარიანი კომპონენტების (დანამატების), მაგალითად, CaCO3, PbO, NaF. ფტორსილიკატების გამოყენებისას, მიიღება მჟავამედეგი, სწრაფად გამყარებადი ცემენტები (სწრაფადმჭიდი მასალები). განსაკუთრებული სიმაგრის ცემენტები მიიღება ნატრიუმის სილიკატის (1Na2O:3.2SiO2) ფხვნილისებრ თუთიის ჟანგთან (ZnO)  90 °C-მდე გაცხელებით. ამასთან, გამყარების სიჩქარე ძირითადად დამოკიდებულია მეორე კომპონენტის ხვედრით ზედაპირზე. ოპტიმალურად ითვლება 0.1 მკ  ZnO-ს მარცვლების ზომა.


 

s