2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რას წარმოადგენს ცემენტი, როგორც არაორგანული მჭიდი მასალა? რომელ ნაერთებს შეიცავს ის ძირითადად? რაზეა დამყარებული ცემენტის გამყარების უნარი?

 

პასუხი:

ცემენტი წარმოადგენს არაორგანულ მჭიდ კომპოზიციას. ცემენტი შედგება კალციუმის სილიკატისა და ალუმინატისაგან, რომელიც მიიღება კირქვისა და თიხის ნარევის გამოწვით. პროცესი ხორციელდება სპეციალურ ცილინდრულ მბრუნავ ღუმელში, 1400-1600 °C ინტერვალში გაცხელებით. ამ დროს კირქვა იშლება და სცილდება CO2, ხოლო თიხას  - წყალი. დარჩენილი ოქსიდები წარმოქმნიან ცემენტის შემადგენელ ნივთიერებას:

CaO + SiO2 → CaSiO3

3 CaO + Al2O3 → Ca3(AlO3)2

 

ცემენტის ფხვნილის წყალთან შერევით ადგილი აქვს ჰიდრატაციას და მიღებული მასა თანდათან მაგრდება.


 

s