2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი? რომელი მეტალის მადნებშია გავრცელებული რადიუმი?

 

პასუხი:

კალციუმი ბუნებაში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ელემენტია. ის შედის სილიციუმის და ალუმინსილიკატების შედგენილობაში. ფართოდ არის გავრცელებული კირქვის, ცარცის და იშვიათად, მარმარილოს სახით. საკმაოდ გავრცელებულია აგრეთვე ანჰიდრიტი  - CaSO4 და თაბაშირი  - CaSO4·2H2O, ფლუორიტი  - CaF2, აპატიტი  - Ca5(PO4)3 (F, Cl ან OH) და სხვ. კალციუმის ნაერთებს შეიცავს ბუნებრივი წყლები, რომლებიც მას სიხისტეს ანიჭებს.

სტრონციუმის მნიშვნელოვანი მინერალია სტრონციტი  - SrCO3, ცელესტინი  - SrSO4, ბარიუმის ვიცერიტი  - BaCO3, ბარიტი  - BaSO4. რადიუმს კი შეიცავს ურანის მინერალები.


 

s