2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რა როლს ასრულებს მაგნიუმი ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

მაგნიუმი, კალციუმთან ერთად, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი ნაკლებობა აფერხებს ადამიანის ზრდას, იწვევს თმის ცვენას, იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი. მეორე მხრივ, მაგალითად, ჩვილის ორგანიზმში მისი დიდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს მის ზრდა-განვითარებაზე. მაგნიუმის ნორმაზე მეტი რაოდენობით ორგანიზმში შეღწევამ შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, ხოლო საკვებში მისი ნაკლებობა აძლიერებს ადამიანის მიოკარდის ინფარქტისადმი მიდრეკილებას.


 

s