2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

რომელ სამრეწველო მეთოდებს იყენებენ მაგნიუმის მისაღებად? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები

 

პასუხი:

მაგნიუმს, ძირითადად, ღებულობენ გამლღვალი კარნალიტის ან MgCl2-ის ელექტროლიზით, რომელსაც ტემპერატურის დასაწევად უმატებენ NaCl-ს ანსხვა ქლორიდს. მაგნიუმი შეიძლება მივიღოთ მეტალთერმული ან ნახშირთერმული მეთოდებით.

მეტალთერმული მეთოდებით დოლომიტს გამოწვავენ და ოქსიდებიდან მაგნიუმს ალუმინით ან სილიციუმით აღადგენენ:

2 CaO∙MgO + Si → Ca2SiO4 + 2 Mg

 

ნახშირთერმული მეთოდით მაგნიუმს მაგნიუმის ოქსიდიდან ნახშირით აღადგენენ. სუფთა მაგნიუმის მისაღებად ვაკუუმში ახდენენ ტექნიკური მაგნიუმის მრავალჯერად სუბლიმაციას.


 

s