1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.2.ტუტე მეტალები

კითხვა:

რა როლს ასრულებს ნატრიუმის და კალიუმის ნაერთები ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

ნატრიუმის იონებს შეიცავს ყველა უჯრედი და უჯრედშორისი სითხე,სისხლის პლაზმა, ლიმფა. ნატრიუმის ოპტიმალური რაოდენობა აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მისი მარილების ნაკლებობა იწვევს კუნთოვან სისუსტეს და ვითარდება ნერვული სპაზმები და სხვ. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანეს ნივთიერებათა (ცილების, ცხიმების და სხვ.) ცვლაში.

NaCl-ს შეიცავს სისხლი (0.5-0.6 %), რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნერვული იმპულსების გატარებაში, მედიცინაში გამოიყენება მისი 0.82 %-იანი ხსნარი (ფიზიოლოგიური ხსნარი), გლაუბერის მარილი Na2SO4•10H2O გამოიყენება სასაქმებელ საშუალებად. ნატრიუმის იზოტოპი 24Na გამოიყენება ადამიანის (განსაკურებით ბავშვების) ძალზე საშიში დაავადების – ლეიკემიის დიაგნოსტიკაში.

ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ეფექტურიანატრიუმის და კალიუმის ორგანული მარილები (სალიცილის მჟავას და პარა-ამინოსალიცილის მჟავას მარილი).

კალიუმი საკმაოდ დიდი რაოდენობითგროვდება თავის ტვინში, ერითროციტებში, სისხლმბად ორგანოში – ელენთაში და სხვ. KBr ეფექტურია ნერვული დაავადებების სამკურნალოდ და უჯრედების ფუნქციონირების, ორგანიზმის ნერვული სტრესების მოხსნის, ნერვული რეფლექსების გადაცემის და გულის კუნთის მუშაობის დასარეგულირებლად. კალიუმის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში ხშირად მიოკარდის ინფარქტის პროვოცირებას ახდენს. ასევე არასასურველია კალიუმის ჭარბად მოხვედრა ორგანიზმში.


 

s