16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.2.გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი

კითხვა:

რით განსხვავდება ერთმანეთისგან სელენისა და ტელურის მჟავები? რით განსხვავდება სელენმჟავა გოგირდმჟავასაგან? დაწერეთ ამ განსხვავების დამადასტურებელი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

ტელურისათვის, ატომური რადიუსის ზრდის გამო, დამახასიათებელია კოორდინაციული რიცხვი 6. სელენისგან განსხვავებით, ის წარმოქმნის H6TeO6 შედგენილობის მჟავას.

გოგირდმჟავასგან განსხვავებით, სელენმჟავა (H2SeO4) მყარი ნივთიერებაა, ადვილად იშლება ჟანგბადის გამოყოფით, ამიტომ სელენმჟავა გოგირდმჟავაზე ძლიერი მჟანგავია _ მასში იხსნება ოქრო, ჟანგავს HCl-ს:

H2SeO4 + 2 HCl → H2SeO3 + Cl2 + H2O

რეაქციის შედეგად მიიღება ატომური ქლორი. ამიტომ ეს ნარევი ძლიერი მჟანგავია, ხსნის ოქროს და პლატინას.


 

s