16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.2.გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი

კითხვა:

რომელი მჟავას წარმოების ნარჩენებიდან ღებულობენ სელენსა და ტელურს? რომელ ქიმიურ პროცესებს იყენებენ ამ ნარჩენებიდან სელენისა და ტელურის მისაღებად?

 

პასუხი:

სელენსა და ტელურს იღებენ გოგირდმჟავას წარმოების ნარჩენებიდან. ისინი გროვდებიან მტვერდამჭერებსა და ანოდურ შლამში, რომელიც მიიღება ფერადი ლითონების ელექტრული გასუფთავებისას. ამ ნარჩენებს MnO2-ით ჟანგავენ. შედეგად წარმოიქმნება SeO2 და TeO2, საიდანაც SO2-ით აღდგენით მიღება Se და Te:

EO2 + 2SO2 → E + 2SO3 სადაც, E = Se,Te.


 

s