16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.2.გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი

კითხვა:

რას როლს ასრულებს გოგირდი ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

გოგირდი ორგანიზმის ყველა უჯრედის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია (ადამიანის საშუალო წონაზე გადაანგარიშებით მისი მას. % დაახლოებით 0.2-ის ტოლია). გოგირდი, მართალია, შემცველობით ჩამორჩება წყალბადს, ჟანგბადს, ნახშირბადს, აზოტს, კალციუმს, რკინას, მაგრამ ის არსებით როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. გოგირდი ბიოგენურ ელემენტებს მიეკუთვნება. ის ცილების შედგენილობაში შედის. გოგირდის ატომები ცილებში წარმოქმნის რა დისულფიდურ „ხიდურებს“ ცილის სპირალურ, მეორად სტრუქტურაში, განსაზღვრავს მის მდგრადობას და ძირითად ბიოლოგიურ ფუნქციას. ამ სტრუქტურის დარღვევა იწვევს ცილის დენატურაციას. ის შედის ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის შეუცვლელი ზოგიერთი ამინომჟავის (მაგალითად, ცისტინი, ცისტეინი, მეთიონინი, გლუტათიონი), პოლიპეპტიდების, პროტეინების, მეტალპროტეინების, ალკალოიდების შედგენილობაში. მას აგრეთვე შეიცავს ადამიანის თმები და ხრტილოვანი ქსოვილი (ფრჩხილები). გოგირდი მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესებში. გოგირდის ბევრი ნაერთი სამკურნალო დანიშნულების პრეპარატების (სულფამიდური წამლების, კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალო მალამოების) დასამზადებლად გამოიყენება, მათ შორის ყველაზე მსუბუქი, გოგირდწყალბადი, რომელსაც მცირე რაოდენობით გამოყენებისას სამკურნალო დანიშნულება აქვს (ე.წ. გოგირდის აბანოები), არასასიამოვნო (იოდწყალბადის მსგავსი) სუნის, ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) და ციანწყალბადმჟავას (HCN) სიძლიერის მომწამლავი აირია. აზიანებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს.


 

s