16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.2.გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი

კითხვა:

რომელი სულფიდებია ცნობილი? მოიყვანეთ მაგალითები.

 

პასუხი:

ოქსიდების მსგავსად, არსებობს ფუძე, ამფოტერული და მჟავა ბუნების სულფიდები. ფუძე სულფიდებს წარმოქმნის ტიპური მეტალები, მჟავა სულფიდებს - არამეტალები.

პირველი ჯგუფის s-ელემენტების სულფიდები (ისევე, როგორც მათი ოქსიდები) წყალში ხსნადია და ჰიდროლიზისას წარმოქმნიან ტუტეს:

Na2S + HOH ⇄ NaSH + NaOH

 

არამეტალების სულფიდები შესაბამისი მჟავების წარმოქმნით ჰიდროლიზდება:

SiS2 + 3 H2O → H2SiO3 + 2 H2S

 

ამფოტერული სულფიდები (ისევე, როგორც ოქსიდები) წყალში უხსნადია, ხოლო ზოგიერთი მათგანი [Al(III), Fe(III), Cr(III)] ბოლომდე ჰიდროლიზდება.

Al2S3 + 6 H2O → 2 Al(OH)3 + 3 H2S↑

ფუძე და მჟავა სულფიდები ერთმანეთთან ურთიერთქმედებით წარმოქმნის მარილებს (თიომარილებს):

Na2S + CS2→ Na2CS3


 

s