16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.2.გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი

კითხვა:

დაახასიათეთ გოგირდის პოლიმორფიზმი. რა განსხვავებაა გოგირდის სტრუქტურებს შორის?

 

პასუხი:

გოგირდს ახასიათებს სხვადასხვა სტრუქტურული ფორმების წარმოქმნის უნარი. ესენია: რომბული, მონოკლინური და პლასტიკური (ამორფული) გოგირდი. რომბული და მონოკლინური გოგირდის კრისტალური სტრუქტურა მოლეკულურია. მესრის კვანძებში განლაგებულია S8-ის მოლეკულები. თუმცა ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება კრისტალში მოლეკულების განლაგებით. როგორც ცნობილია, სტრუქტურული ფორმის ეს ტიპი ცნობილია პოლიმორფიზმის სახელწოდებით.

სტრუქტურული ფორმებიდან ჩვეულებრივ პირობებში მდგრადია რომბული გოგირდი. ამ მოდიფიკაციისაა ბუნებრივი გოგირდი. იგი ყვითელი ფერის მყიფე ნივთიერებაა, tლღ 112.8 °C, ხოლო ρ 7.07 გ/სმ3. ცუდი ელექტრო- და სითბოგამტარია. ახასიათებს ფლოტაციის უნარი (წყალში არ იხსნება და არ სველდება). მცირედ იხსნება ბენზოლში, სპირტში. კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში.

 

 

 

გოგირდის რომბული სტრუქტურული ფორმა

გოგირდის მონოკლინური სტრუქტურული ფორმა

 

მონოკლინური გოგირდი ლღვება 119.3 °C-ზე. მდგრადია მხოლოდ 96 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. მიიღება გამდნარი გოგირდის თანდათანობით გაცივების შედეგად. მისი სიმკვრივეა 1.96 გ/სმ3. ჩვეულებრივ პირობებში მონოკლინური გოგირდი გადადის რომბულში.

რომბული გოგირდი 96 °C-ზე გაცხელებით მუქდება და ბლანტი ხდება. მაღალ ტემპერატურაზე ადგილი აქვს S8-ის მოლეკულის ციკლის გახსნას გრძელი ჯაჭვის წარმოქმნით (-S-)n. ამ მასის ცივ წყალში ჩასხმით მიიღება ყავისფერი პლასტიკური გოგირდი. პლასტიკურ გოგირდში ატომები განლაგებულია ზიგზაგისებური ჯაჭვის სახით, რომელიც, რეზინის მსგავსად, გაჭიმვისას სწორდება და მოშვებისას მოკლდება.

 

     

კრისტალური გოგირდი

ამორფული გოგირდი

ციკლური
 (გვირგვინისებრი S8 მოლეკულა)

 


გოგირდის ჰომოჯაჭვური სტრუქტურა


 

s