16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.1.ჟანგბადი

კითხვა:

როგორი აღნაგობა აქვს წყლის მოლეკულას?

 

პასუხი:

წყლის მოლეკულაში ჟანგბადის ატომი წყალბადის ორ ატომთან ბმას sp3-ჰიბრიდული ორბიტალებით ამყარებს. ორი ჰიბრიდული ორბიტალი თავისუფალი ელექტრონული წყვილით ბმაში არ მონაწილეობს. ასეთ ორბიტალს არაეკვივალენტური ორბიტალი ეწოდება. წყალში ჟანგბადის ჰიბრიდული ორბიტალები განლაგებულია დამახინჯებული ტეტრაედრის წვეროების მიმართულებით. ორი წვერო წყალბადის ატომითაა დაკავებული, ორი - არაეკვივალენტური ორბიტალით. არასრული ჰიბრიდიზაციის გამო ბმებს შორის კუთხე 104.5°-ის ტოლია, მოლეკულას აქვს დეფორმირებული ტეტრაედრის აღნაგობა:


 

s