15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი

კითხვა:

რომელ წყალბად ნაერთებს წარმოქმნის დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტები? როგორია მათ მოლეკულებში E-H ბმების ბუნება და შესაბამისი ნაერთების აღნაგობა? როგორ მიიღება ეს ნაერთები? როგორია ამონიუმის, ფოსფონიუმის და არსონიუმის იონების მდგრადობა?

 

პასუხი:

დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტების წყალბადნაერთებია: AsH3 არსინი, SbH3 სტიბინი, BiH3 ბისმუტინი.

არსინი (AsH3) უფერო, წყალში მცირედ ხსნადი, ნივრის სუნის მქონე ძლიერ მომწამლავი აირია. არსინი წარმოიქმნება დარიშხანის ოქსიდების ატომური წყალბადით აღდგენისას:

As2O3 + 6 Zn + 6 H2SO4 → 2 AsH3­ + 6 ZnSO4 + 3 H2O

 

არსინი არამდგრადია და გაცხელებით ადვილად იშლება:

2 AsH3 → 2As + 3 H2

მიღებული დარიშხანი ხელსაწყოს ცივ კედელზე შავ მბზინავ ფენას წარმოქმნის, რომელიც “დარიშხანის სარკის” სახელითაა ცნობილი.

სტიბინი (SbH3) მომწამლავი აირია, რომელიც არსინის მსგავსად მიიღება. გაცხელებით არსინთან შედარებით ადვილად იშლება სტიბიუმად და წყალბადად.

ბისმუტინი (BiH3) ძლიერ არამდგრადი ნივთიერებაა, იშლება ოთახის ტემპერატურაზე.

არსინი, სტიბინი და ბისმუტინი ძლიერ აღმდგენებს მიეკუთვნებიან, ხოლო მათი მდგრადობა მცირდება რიგში: AsH3― SbH3 ― BiH3.

არსინისა და სტიბინის დიპოლური მომენტი ნულთან ახლოსაა. ეს ამტკიცებს E-H ბმის არაპოლარულობას. გაუზიარებელი ელექტრონული წყვილი სივრცეში ფაქტიურად არაა მიმართული.

NH3 ― PH3 ― AsH3 ― SbH3 ― BiH3 რიგში მოლეკულის ელექტრონოდონორული თვისებები სუსტდება. თუ NH4+ მდგრადია, AsH4+ აღმოჩენილია დაბალ ტემპერატურაზე, სპექტროსკოპულად, AsH3-ისა და HI-ის ნარევის სახით.


 

s