15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორი სპეციფიკით მიმდინარეობს დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტებზე კონცენტრირებული აზოტმჟავას მოქმედება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

დარიშხანზე კონცენტრირებული აზოტმჟავას მოქმედებით მიიღება H3AsO4 დარიშხანმჟავა:

As + 5 HNO3  → H3AsO4 + NO2 + H2O

ხოლო განზავებული აზოტმჟავას მოქმედებით კი - დარიშხანოვანი მჟავა H3AsO3:

 

As + HNO3 + H2O →  H3AsO3 + NO

 

სტიბიუმის აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებით მიიღება Sb(III)-ის და Sb(V)-ის ოქსიდები:

2 Sb + 10 HNO3 → Sb2O5 + 10 NO2 + 5 H2O

2 Sb + 2 HNO3 → Sb2O3 + 2 NO + H2O

 

ბისმუტი ურთიერთქმედებს საშუალო კონცენტრაციის (2ნ) აზოტმჟავასთან შემდეგი რეაქციის ტოლობის შესაბამისად:

Bi + 4 HNO3 → Bi(NO3)3 + NO+ 2 H2O


 

s