14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტებს და მათ ნაერთებს?

 

პასუხი:

გერმანიუმს, როგორც ნახევარგამტარს, იყენებენ ელექტრო- და რადიოტექნიკაში. კალის და ტყვიის გამოყენება ემყარება ამ ელემენტების მეტალურ თვისებებს: მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, პლასტიკურობა. ტყვიას იყენებენ აკუმულატორებში. კალის თხელი ფენით ფურცლოვანი რკინის დაფარვით იღებენ თუნუქს, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო ნაკეთობების დასამზადებლად. მნიშვნელოვანია კალის და ტყვიის როლი მაღალი ხარისხის შენადნობების მისაღებად.


 

s