14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი

კითხვა:

რომელი რეაქციით არის შესაძლებელი SnS-ის და PbS-ის ერთმანეთის- გან დაცილება?

 

პასუხი:

კალა(II)-ის სულფიდი, ტყვია(II)-ის სულფიდისგან განსხვავებით, ამონიუმის პერსულფიდით იჟანგება შემდეგი რეაქციის შესაბამისად:

SnS + (NH4)2S2 → SnS2 + (NH4)2S

 

ამ რეაქციით შესაძლებელია SnS-ის და PbS-ის ერთმანეთისაგან დაცილება.

  1. PbO2-სგან განსხვავებით, რომელიც დიოქსიდია, BaO2 პეროქსიდია:

მასზე მჟავას (კერძოდ, გოგირდმჟავას) მოქმედებით მიიღება წყალბადის პეროქსიდი:

BaO2 + H2SO4 → BaSO4 + H2O2

 

PbO2 ძლიერი მჟანგავია. მისი მარილმჟავასთან მოქმედებით ადგილი აქვს Pb2+-ის შემცველი შესაბამისი მარილის წარმოქმნას:

PbO2 + 4 H++ 2e- → Pb2+ + H2O E° = 1.45 ვ


 

s