14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

რა არის სიტალები და რა გამოყენება აქვთ მათ?

 

პასუხი:

სიტალები მინაკრისტალური ნაერთებია, რომლებიც მიიღება გამლღვალი მინის გაცივებით გარკვეულ პირობებში. გამლღვალ მინაში შეჰყავთ დანამატები, რომლებიც აჩქარებენ კრისტალიზაციის პროცესს და ხელს უწყობენ მინის ხარშვას განსაზღვრულ რეჟიმში. სიტალები ხასიათდება მაღალი სიმტკიცით, ქიმიური და თერმომდგრადობით, დაბალი ელექტროგამტარობით. ისინი კარგი იზოლატორებია. იყენებენ იაფი და გამძლე სამშენებლო მასალების დასამზადებლად.


 

s