14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

რა სამრეწველო გამოყენება აქვს სილიციუმს?

 

პასუხი:

სილიციუმის სამრეწველო გამოყენებაა:

სილიციუმს მრავალნაირი სამრეწველო გამოყენება აქვს. ის არის ნახევარგამტარული მიკროჩიპების (მიკროპროცესორული ბარათი) ძირითადი მასალა. სილიციუმის შემცველია მზის ბატარეები, რომლებიც მზის გამოსხივების ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და გამოიყენება ენერგიის წყაროდ ხელოვნურ თანამგზავრებსა და კოსმოსურ რაკეტებში. სილიციუმს იყენებენ ნახევარგამტარების ტექნოლოგიებში, მეტალურგიაში კოროზიამედეგი სილიციუმიანი ფოლადის წარმოებაში. სილიციუმი, ოქსიდის ან სილიკატის ფორმით, გამოიყენება ცემენტის, მინების, კერამიკის წარმოებაში. ქლორსილანების გარდაქმნით მზადდება მრავალი თერმო- და სითბომდგრადი და ტენმედეგი საიზოლაციო მასალა, რეზინები, პლასტმასები და ა.შ.


 

s