14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

რომელი კრისტალური ფორმები შეესაბამება სილიციუმის დიოქსიდს? სილიციუმის რომელ ბუნებრივ სახეობებს იცნობთ?

 

პასუხი:

სილიციუმის ოქსიდს კაჟმიწა (SiO2) ეწოდება. ის ბუნებაში ორი სახით გვხვდება: 1) კრისტალური კაჟმიწა - კვარცი და 2) ამორფული კაჟმიწა (SiO2)4.

1710 °C-ზე კვარცი ლღვება. სწრაფი გაცივებით მიიღება კვარცის მინა. გახურებისას კვარცი მცირედ ფართოვდება – მისი გაფართოების კოეფიციენტი ძალიან მცირეა.

კვარცის სახესხვაობაა მთის ბროლი, რომელიც გამჭვირვალე, უფერულ კრისტალებს წარმოადგენს. მინარევებით მურა ფერის მთის ბროლს კვამლოვანი ტოპაზი ეწოდება, ხოლო იისფრად შეფერილს - ამეთვისტო. კვარცის სახესხვაობაა აგრეთვე ლურჯი საფირონი, ზოლებიანი აგატები და სხვ.


 

s