14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

როგორ ურთიერთქმედებს სილიციუმი ტუტეების წყალხსნარებთან და წყალთან?

 

პასუხი:

სილიციუმის ურთიერთქმედება ტუტეების წყალხსნარებთან და წყალთან:

Si + 2 KOH + H2O → K2SiO3 + 2 H2

 Si + 3 H2O → H2SiO3 + 2 H2↑(გაცხელებისას)

 

Si-ის ტუტესთან მაღალ რეაქციისუნარიანობას განაპირობებს სისტემის სტანდარტული პოტენციალის დაბალი მნიშვნელობა:

 SiO32- + 3 H2O + 4e- → Si + 6 OH-          E° = -1.7 ვ

ასეთივე ხასიათი ვლინდება Fˉ-ანიონის მიმართ:

 SiF62- + 4e- → Si + 6 Fˉ           E° = -1.2 ვ


 

s