14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

რომელ მინერალურ მჟავასთან და როგორ ურთიერთქმედებს სილიციუმი?

 

პასუხი:

ჩვეულებრივ ტემპერატურაზე სილიციუმი ინერტულია, რაც განპირობებულია მისი კრისტალური მესრის სპეციფიკურობით და სავალენტო ორბიტალების ჰიბრიდიზაციის ტიპით (sp3 ჰიბრიდიზაცია). მისთვის უფრო დამახასიათებელია ალმასის მსგავსი კუბური მოდიფიკაცია. სილიციუმი ჟანგბადის შემცველ მჟანგავ მჟავებს პასიურ მდგომარეობაში გადაჰყავს. მჟავების მიმართ სილიციუმი არ ავლენს უარყოფით პოტენციალს და ის არ მოქმედებს არცერთ მჟავასთან, გარდა HF-ისა (იხ. კითხვა 5):

Si + 4HF →  SiF4 + 2 H2

 

სილიციუმი იხსნება ფთორწყალბადმჟავაში და ფთორწყალბადმჟავასა და აზოტმჟავას ნარევში:

Si + 18 HF + 4 HNO3 → 3 H2SiF6 + 4 NO + 8 H2O

 

ამ რეაქციაში HNO3 მჟანგავია, ხოლო HF უზრუნველყოფს კომპლექსნაერთის წარმოქმნას. H2SiF6 მდგრადი კომპლექსნაერთია.


 

s