14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.2.სილიციუმი

კითხვა:

როგორ მიიღება ქიმიურად სუფთა სილიციუმი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

 

პასუხი:

ნახევარგამტარული სისტემებისათვის აუცილებელი პირობაა განსაკუთრებული სისუფთავის სილიციუმის გამოყენება. მაღალი სისუფთავის სილიციუმი მიიღება:

  • სილიციუმის ქლორიდის (SiCl4) წყალბადით აღდგენით მაღალ ტემპერატურაზე:

SiCl4 + 2 H2 → Si + 4 HCl

  • სილიციუმის წყალბადნაერთის (SiH4) ან SiI4-ის თერმული დაშლით:

SiH4 ® Si + 2H2SiI4 → Si + 2 H2

  • ტეტრაქლორსილიციუმის ორთქლის (მაღალ ტემპერატურაზე) თუთიის ფხვნილზე გატარებით:

SiCl4 + 2 Zn → Si + 2 ZnCl2


 

s