12.მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს თუთიის ჯგუფის მეტალებს და ნაერთებს?

 

პასუხი:

თუთია გამოიყენება შენადნობების (თითბერი  - Zn/Cu; ნეიზილბერი  - Zn/Cu/Ni) ზოგიერთი მეტალის ზედაპირის დასაფარად (მოსათუთიებლად).

ZnCl2  - გამოიყენება მეტალების მირჩილვისას, ზოგიერთი რეაქციის კატალიზატორად, მერქნის ანტიმიკრობული გაჟღენთვისათვის.

ZnSO4  - მიკროსასუქად და ელექტროქიმიური ხერხით მეტალების მოსათუთიებლად.

კადმიუმი ძირითადად გამოიყენება შენადნობების და დამცავი საფარის მისაღებად.

ვერცხლისწყალი გამოიყენება თერმომეტრებში და სხვადასხვა აპარატურაში. მისი ორთქლით ავსებენ ლუმინესცენტურ ნათურებს. ვერცხლისწყალი მთელ რიგ მეტალებთან წარმოქმნის შენადნობებს (ამალგამების წარმოქმნით).

HgO გამოიყენება საღებავების წარმოებაში (გემების ფსკერის შესაღებად), HgCl2 –მცენარეთა დაცვის საშუალებად სოფლის მეურნეობაში და სხვ.

Zn-ის, Cd-ის და Hg-ის კოორდინაციული ნაერთები მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით ხასიათდება.


 

s