12.მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

კითხვა:

რომელ გარემოში ავლენს თუთია ძლიერ აღმდგენ ბუნებას და რატომ?

 

პასუხი:

თუთია ძლიერ აღმდგენ ბუნებას ავლენს ტუტეში, რადგან Zn2+ ამ გარემოში წარმოქმნის კომპლექსს [Zn(OH)4]2-და თუთიის ელექტროდული პოტენციალის მნიშვნელობა ხდება უფრო უარყოფითი:     E°(Zn/Zn(OH)42-)= -1.22 ვ, ვიდრე მჟავა გარემოში: E°(Zn/Zn2+)= -0.76 ვ.


 

s