12.მე-12 ჯგუფის ელემენტები

12.1.თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი

კითხვა:

რა განსხვავებაა თუთიის, კადმიუმის და ვერცხლისწყლის ქიმიურ თვისებებს შორის?

 

პასუხი:

თუთია თავისი ქვეჯგუფის მეტალებში ყველაზე აქტიური მეტალია. იხსნება მჟავებში და გაცხელებით  - ტუტეებში:

Zn + 2 H3O+ + 2 H2O → [Zn(OH2)4]2+ + H2

Zn + 2 OHˉ + 2 H2O → [Zn(OH)4]2- + H2

 

მისი ანალოგებისაგან განსხვავებით, თუთიას შეუძლია ძლიერ განზავებულ აზოტმჟავასთან ურთიერთქმედება NH3-მდე აღდგენით (NH4+ სახით).

კადმიუმი პრაქტიკულად არ იხსნება ტუტეებში, ხოლო მჟავებში ნაკლებ ენერგიულად შედის რეაქციაში თუთიასთან შედარებით. ვერცხლისწყალი ელექტროქიმიურ ძაბვათა მწკრივში წყალბადის მარჯვნივ დგას. ამიტომ ის ურთიერთქმედებს იმ მჟავებთან, რომელთა ანიონებსაც მჟანგავი ბუნება აქვთ; შეიძლება წარმოიქმნას როგორც Hg(II), ასევე Hg(I)-ის ნაერთები:

Hg + 4 HNO3 (კონც.) → Hg(NO3)2 + 2 NO2 + H2O

ჭარბ Hg-ზე განზავებული აზოტმჟავას მოქმედებით მიიღება Hg2(NO3)2:

6 Hg + 8 HNO3  → 3 Hg2(NO3)2 + 2 NO + H2O


 

s