11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

სპილენძის და ვერცხლის რომელ უმნიშვნელოვანეს ნაერთებს იცნობთ, რომელთაც გამოყენება ჰპოვეს ადამიანის ყოფიერებაში.

 

პასუხი:

დიდი გამოყენება აქვს სპილენძის და ვერცხლის სხვადასხვა ნაერთს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შაბიამანი CuSO4∙5H2O. კალციუმის ჰიდროქსიდთან („ჩამქრალ” კირთან) მისი ნარევი „ბორდოს ხსნარის” სახელწოდებით არის ცნობილი და ეფექტურია ვაზის დაავადებების წინააღმდეგ. სპილენძის ოქსიდი გამოიყენება ე.წ. ჭიქურის და კერამიკულ წარმოებაში. სპილენძის და ვერცხლის მიკროდისპერგირებული ფხვნილი გამოიყენება მაღალი ელექტრული გამტარობის მქონე წებოების დასამზადებლად, რომელთაც ე.წ. მინიატურულ ტექნოლოგიებში იყენებენ, სადაც ელექტროგამტარი მინი-კონსტრუქციის მიღება მეტალების შედუღებით ვერ ხერხდება. ვერცხლის ნაერთებიდან მნიშვნელოვანია AgNO3 („ლაპისი” - გამოიყენება მეჭეჭების და კანის წანაზარდების მოსაწვავად), ბრომიდი და ქლორიდი (ფოტოგრაფიაში) და სხვ.


 

s