11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

როგორ მიიღება Au+-ის ნაერთები?

 

პასუხი:

 ოქროს ნაერთები +1 ჟანგვითი რიცხვით მიიღება მაღალი ჟანგვითი რიცხვის მქონე ნაერთების აღდგენით. მაგალითად, AuCl მიიღება AuCl3-ის გახურებით (CO2-ის არეში, 180 °C):

AuCl3   → AuCl + Cl2

Au3O-ს მიღება:

2 AuCl + 2 NaOH ® Au2O + 2 NaCl + H2O

+1 ჟანგვითი რიცხვით Au არამდგრადია, მაგრამ AuI და AuCN გამოირჩევა საკმაო მდგრადობით:

Au2O3 + 6 HI → 2 AuI + 2 I2 + 3 H2O

AuCl3 + 3 KCN → 3 KCl + AuCN + (CN)2

 

ხსნარში Au+-იონები არ არსებობენ, მდგრადია ოქროს კომპლექსური იონი [Au(CN)2]-.


 

s