11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

სპილენძის რომელ მნიშვნელოვან აკვაკომპლექსს იცნობთ და რა გამოყენება აქვს ამ ნაერთს?

 

პასუხი:

Cu2+-ის აკვაკომპლექსებიდან მნიშვნელოვანია CuSO4·5H2O (შაბიამანი). სპილენძის კოორდინაციული რიცხვი ხშირ შემთხვევაში 4-ის ან 6-ის ტოლია. 4-ის ტოლი კოორდინაციული რიცხვი ხორციელდება შაბიამნის კომპლექსის სტრუქტურაში –  Cu[(OH2)4]SO4·H2O. შიგა საკოორდინაციო სფეროში კოორდინირებულია წყლის ოთხი მოლეკულა, წყლის მეხუთე მოლეკულა კომპლექსთან დაკავშირებულია შედარებით სუსტი წყალბადური ბმებით და მის კოორდინაციულ ფორმულაში იწერება გარე სფეროს შემდეგ:

შაბიამანს აქვს ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი და მთრიმლავი თვისებები; გამოიყენება მედიცინაში, მემცენარეობაში, ფუნგიციდად, სპილენძ-გოგირდოვან სასუქად. ეფექტურია ვაზის დაავადებების საწინააღმდეგოდ (“ბორდოს ხსნარი”). შაბიანის კრისტალჰიდრატი (აკვაკომპლექსი ლურჯი ფერისაა, უწყლო – უფერო; გამოიყენება ტენის კვალის საიდენტიფიკაციოდ.

შაბიამნის მოლეკულის სტრუქტურული მოდელი


 

s