11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

როგორ ღებულობენ ძირითადად Cu2+-ის მარილებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

 Cu2+-ის მარილები მიიღება სპილენძის ურთიერთქმედებით იმ მჟავებთან, რომელთა ანიონები მჟანგავია (რადგან ის ძაბვათა მწკრივში წყალბადის შემდეგაა მოთავსებული). ასეთებია კონცენტრირებული გოგირდმჟავა, განზავებული და კონცენტრირებული აზოტმჟავა. მარილმჟავაში სპილენძი იხსნება ჟანგბადის თანაობისას.

Cu2+-ის მარილები მიიღება აგრეთვე ოქსიდების, ჰიდროქსიდების და მისი ზოგიერთი მარილის მჟავასთან ურთიერთქმედებით:

3 CuS + 8 HNO3→ 3 Cu(NO3)2 + 3S + 4 H2O + 2 NO

სპილენძის ხსნად მარილზე H2S-ის გატარებით მიიღება CuS (იხსნება მხოლოდ კონცენტრირებულ აზოტმჟავაში):

CuSO4 + H2S → CuS↓ + H2SO4


 

s