11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რომელ არაორგანულ ნაერთებში იხსნება მე-11 ჯგუფის ელემენტები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

ვერცხლი და სპილენძი მეტალთა ძაბვის მწკრივში განლაგებულნი არიან წყალბადის შემდეგ. აქტიურობა ჯგუფში მცირდება. ჟანგბადთან უშუალოდ მხოლოდ სპილენძი ურთიერთქმედებს, გოგირდთან  - სპილენძი და ვერცხლი. სპილენძი გაცხელებით, ხოლო ვერცხლი ჩვეულებრივ ტემპერატურაზე:

 

2 Cu + S → Cu2S

2 Ag + S → Ag2

 

ჰალოგენებთან ურთიერთქმედებს სამივე მეტალი (სპილენძი  - ოთახის ტემპერატურაზე, ოქრო  - გაცხელებით). სპილენძი და ვერცხლი იხსნება განზავებულ აზოტმჟავაში (HNO3) ან კონც. გოგირდმჟავაში (H2SO4). გაცხელებით ოქრო იხსნება თეზაფში, უწყლო H2SO4-ში და Cl2-ით გაჯერებულ HCl-ში.

ოქრო იხსნება ცხელ კონცენტრირებულ სელენმჟავაში:

2 Au + 6 H2SeO4 → Au2(SeO4)3 + 3 H2SeO3 + 3 H2O

სამეფო წყალში:

2 Au + 4 HCl + HNO3 → H[AuCl4] + NO + 2 H2O

Cl2-ით გაჯერებულ HCl-ში:

2 Au + 3 Cl2 + HCl → 2 H[AuCl4]

სპილენძის ქვეჯგუფის ყველა მეტალი იხსნება ტუტე მეტალების ციანიდების წყალხსნარში ჟანგბადის თანაობისას:

4 Au + O2 + 8 KCN + 2 H2O → 4 K[Au(CN)2] + 4 KOH

4 Ag + O2 + 8 KCN + 2 H2O → 4 K[Ag(CN)2] + 4 KOH

სპილენძი იხსნება ამიაკის წყალხსნარში ჟანგბადის არსებობისას:

4Cu + O2 + 8NH3 + 2H2O → 4[Cu(NH3)2]OH


 

s