11.მე-11 ჯგუფის ელემენტები

11.1.სპილენძი, ვერცხლი და ოქრო

კითხვა:

რით აიხსნება ვერცხლის ატომის იონიზაციის II ენერგიის დიდი მნიშვნელობა? რატომ არის ვერცხლის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში ძირითადად მხოლოდ +1, სპილენძის - +2, ხოლო ოქროსი  - +3?

 

პასუხი:

ვერცხლის ატომს ახასიათებს შედარებით მაღალი იონიზაციის მეორე ენერგია, რაც აიხსნება 4d10 კონფიგურაციის განსაკუთრებული მდგრადობით. იმავე პერიოდის ელემენტში, პალადიუმში, 4d10 კონფიგურაციის მიღწევის გამო, ადგილი აქვს ორმაგ ჩავარდნას. სწორედ ამიტომ, ვერცხლი, ძირითადად, +1 ჟანგვით რიცხვს ავლენს. სპილენძი ძირითადად ნაერთებში ავლენს +2, ხოლო ოქრო  - +3 ჟანგვით რიცხვს. ატომური ნომრის (ჟანგვითი რიცხვის) გაზრდის გამო, იზრდება ამ ელემენტების მდგრადობა.


 

s