10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები

კითხვა:

რა გამოყენება აქვს პლატინის ჯგუფის მეტალებს?

 

პასუხი:

პლატინა გამოიყენება სხვადასხვა აპარატებში კოროზიამედეგი დეტალების დასამზადებლად. მთელ რიგ ელექტროქიმიურ საწარმოებში გამოიყენება პლატინის ანოდი (პეროქსოდიგოგირდმჟავას, პერქლორატების, პერბორატების წარმოება). პლატინა - როგორც კატალიზატორი (ამიაკის, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას წარმოება). პლატინა/რენიუმის კატალიზატორი გამოიყენება მაღალოქტანური რიცხვის მქონე ბენზინებისა და სინთეზური კაუჩუკების მისაღებად საჭირო მონომერების წარმოებაში. პლატინა გამოიყენება წყალბადის ელექტროდის და სხვადასხვა სამკაულის (მაგალითად, ძვირფასი თვლების CarCos) დასამზადებლად. პლატინის (90 %) ირიდიუმის (10 %) შენადნობისაგან ამზადებენ მეტრის და კილოგრამის საერთაშორისო ეტალონებს.

პალადიუმი გამოიყენება სპეციალური ლაბორატორიული ჭურჭლის დასამზადებლად, აგრეთვე იმ აპარატების დეტალების დასამზადებლად, რომელიც გამოიყენება წყალბადის იზოტოპების დასაცილებლად. მისი ვერცხლთან შენადნობი გამოიყენება საკონტაქტო ნაწილების დასამზადებლად. თერმოწყვილებში გამოიყენება Pd-ის შენადნობი ოქროსთან, პლატინასთან, როდიუმთან. ის არის მთელი რიგი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორი. პალადიუმის კატალიზატორი გამოიყენება წყალბადისაგან ჟანგბადის მინარევების მოსაცილებლად. პალადიუმის ვერცხლთან შენადნობი სამკაულების დასამზადებლად გამოიყენება. მისი ვერცხლთან შენადნობი (17 %-დან 30 %-მდე პალადიუმი) ჰაერზე H2S-ის მოქმედებით არ შავდება.


 

s