10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები

კითხვა:

პლატინის ჯგუფის რომელი მეტალია ამ მეტალებს შორის ყველაზე აქტიური? პლატინისა და ირიდიუმისაგან განსხვავებით, რაში იხსნება ეს მეტალი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

 

პასუხი:

პლატინის ჯგუფის მეტალებს შორის მნიშვნელოვნად მაღალი ქიმიური აქტიურობით გამოირჩევა პალადიუმი, მაგრამ რეაქციაში ისიც მხოლოდ მაღალ ტემპერატურამდე გავარვარებული უერთდება ჟანგბადს და მიიღება PdO, უფრო მაღალ ტემპერატურაზე უერთდება ჰალოგენებს:

Pd + F2→ PdF2

  Pd + Cl2→ PdCl2

Pd ანალოგიურად ურთიერთქმედებს ბრომთან, იოდთან; მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნის ნაერთს გოგირდთან:

    Pd + S →PdS

პალადიუმისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნაერთები, სადაც მისი ჟანგვითი რიცხვი +2 და +4-ია. მათგან მდგრადია ნაერთები +2 ჟანგვითი რიცხვით. იხსნება კონცენტრირებულ აზოტმჟავაში და ცხელ კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში:

Pd + 4 HNO3→ Pd(NO3)2 + 2 NO2 + 2 H2O

Pd + 2 H2SO4→ PdSO4 + SO2 + 2 H2O

პალადიუმი მარილმჟავასთან ქლორის თანაობისას წარმოქმნის ტეტრაქლოროპალადიუმ(II)-ის მჟავას - H2[PdCl4]. პალადიუმი წარმოქმნის როგორც კატიონურ, ისე ანიონურ კომპლექსებს: [Pd(NH3)4]Cl2, K2[PdCl4], K2[Pt(CN)4] და სხვ.


 

s