10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.2.პლატინის ჯგუფის მეტალები

კითხვა:

გავრცელების მიხედვით, რომელ მეტალებს მიაკუთვნებენ პლატინის ჯგუფის მეტალებს? რომელ მადნებშია გაბნეული ამ ჯგუფის მეტალები?მათთან ერთად კიდევ რომელ მეტალებს შეიძლება შეიცავდეს ეს მადანი?

 

პასუხი:

პლატინის ჯგუფის მეტალები ბუნებაში გავრცელებული არიან ძირითადად თვითნაბადი სახით და თითქმის ყოველთვის ერთად. ისინი იშვიათი ელემენტებია, მათგან ყველაზე გავრცელებულია პლატინა, რომელიც დედამიწის ქერქის 10-6 %-ს შეადგენს, მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ერთად 10-7 %-ია. ერთი და იგივე მადანი არამარტო პლატინის ჯგუფის ყველა მეტალს შეიცავს ერთად, არამედ კეთილშობილ მეტალებსაც. ისინი გაბნეულნი არიან დარიშხანისა და ზოგიერთი სხვა ელემენტის სულფიდურ მადნებში.


 

s