10.მე-10 ჯგუფის ელემენტები

10.1.ნიკელი

კითხვა:

რომელ შიგაკომპლექსურ ნაერთს წარმოქმნის ნიკელი? რა გამოყენება აქვს ამ კომპლექსნაერთს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულა.

 

პასუხი:

პირველი შიგაკომპლექსური ნაერთი, რომელმაც გამოყენება ჰპოვა ქიმიაში, არის ნიკელის დიმეთილგლიოქსიმატი, რომელიც მიღებული იქნა ლ.ა. ჩუგაევის მიერ. ეს ნაერთი წყალში უხსნადი წითელი ფერის კრისტალური ნივთიერებაა. გამოიყენება რაოდენობრივი განსაზღვრისთვის:

ოქსიმის ჯგუფის ორი წყალბადი ჩანაცვლებულია ნიკელის იონით (იონოგენური ბმა) და დანარჩენ ორ ოქსიმის ჯგუფში შემავალი აზოტის ატომი, თავისუფალი ელექტრონული წყვილით, Ni2+-თან დაკავშირებულია კოვალენტური(კოორდინაციული) ბმით. აქედან გამომდინარე, მიღებულ ნაერთში არის ოთხი ციკლი: ორი ხუთწევრიანი და ორი - ექვსწევრიანი. ექვსწევრიანი ციკლი მიიღება წყალბადური ბმით.ნალექის წარმოქმნისთვის საჭიროა სუსტი ტუტე გარემო. ძლიერ ტუტე გარემოში ნიკელი დაილექება ჰიდროქსიდის სახით. მჟავა გარემოში ნიკელის დიმეთილგლიოქსიმატი არ წარმოიქმნება, თვით დიმეთილგლიოქსიმი წარმოადგენს სუსტ ორგანულ მჟავას. ამიაკის ჭარბი რაოდენობით დამატება სასურველი არაა, რადგან Ni2+ წარმოქმნის ამიაკატურ კომპლექსი.


 

s