9.მე-9 ჯგუფის ელემენტები

9.1.კობალტი

კითხვა:

როგორ ახსნით ორბირთვიანი კობალტის კარბონატის წარმოქმნას ნიკელის ერთბირთვიანი კარბონილისგან [Ni(CO)4] განსხვავებით?

 

პასუხი:

კობალტის უმარტივესი კარბონილია Co2(CO)8.

ამ ნაერთში კობალტის ატომი წარმოქმნის ექვს s-ბმას, რომელთაგან ოთხი წარმოქმნილია დონორულ-აქცეპტორული მექანიზმით კობალტის თავისუფალი ორბიტალებისა და ოთხი მოლეკულა CO-ს ელექტრონული წყვილების ხარჯზე. მეხუთე ბმა წარმოიქმნება კობალტის ატომის d-ელექტრონების ერთი წყვილით და CO-ს თავისუფალი p-ორბიტალით. Co-Co ბმა წარმოიქმნება თითოეული ატომის კენტი ელექტრონების გაწყვილებით. მოლეკულის სტაბილიზაცია მიიღწევა p-დატიური ბმის ხარჯზე, რაც ხორციელდება კობალტის ატომის 3d6-ელექტრონებით.


 

s