9.მე-9 ჯგუფის ელემენტები

9.1.კობალტი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს კობალტს ტექნიკაში?

 

პასუხი:

ფოლადის კობალტით ლეგირება ზრდის მის ტემპერატურისადმი მდგრადობას, აუმჯობესებს მის მექანიკურ მახასიათებლებს. კობალტის შენადნობებისგან ამზადებენ მკვრივი და მაგარი მყარი მასალების დასამუშავებელი ინსტრუმენტებისთვის ბურღებს, საჭრეთელებს და ა.შ.;

  • კობალტის შენადნობების მაგნიტური თვისებები გამოიყენება მაგნიტური ჩაწერის აპარატურაში, ასევე ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების „გულაში“; მაგნიტების დასამზადებლად ზოგჯერ გამოიყენება დაახლოებით 50% კობალტის, ასევე ვანადიუმისა და ქრომის შემცველი შენადნობი;
  • კობალტი გამოიყენება ქიმიური რეაქციების კატალიზატორად;
  • ლითიუმის კობალტატი გამოიყენება მაღალეფექტურ დადებით ელექტროდად ლითიუმის აკუმულატორების (ბატარეების) წარმოებაში;
  • კობალტის სილიციდი – საუცხოო თერმოელექტრული მასალაა, რომლის საშუალებითაც იწარმოება მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე თერმოელექტროგენერატორები;
  • რადიოაქტიური 60Co გამოიყენება γ-დეფექტოსკოპიასა და მედიცინაში, აგრეთვე ენერგიის რადიოიზოტოპურ წყაროებში;
  • CoO და Co2O3 გამოიყენება ლურჯი ფერის მინანქრის დასამზადებლად;
  • ლითიუმ-კობალტის ოქსიდი (LiCoO2) ფართოდ გამოიყენება ლითიუმ-იონური ბატარეების კათოდად. 

 

s