8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

რა არის ფერატები და როგორ მიიღება ეს ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

 

პასუხი:

რკინა(VI)-ის ოქსიდი და მისი შესაბამისი მჟავა თავისუფალი სახით ცნობილი არ არის. ცნობილია მისი მარილები - ფერატები. ფერატები მიიღება Fe2O3-ზე ან Fe(OH)3-ზე ძლიერი მჟანგავების მოქმედებით:

Fe2O3 + 3 KNO3 + 4 KOH → 2 K2FeO4 + 3 KNO2 + 2 H2O

 Fe2O3 + 3 KNO3 + 2 K2CO3 → 2 K2FeO4 + 3 KNO2 + 2 CO2

2 Fe(OH)3 + 3 Cl2  + 10 KOH → 2 K2FeO4 + 6 KCl + 8 H2O

 

მჟანგავად შეიძლება ბერთოლეს მარილის გამოყენებაც:

Fe2O3 + KClO3 + 4 KOH → 2 K2FeO4 + KCl + 2 H2O

მიიღება წითელი ფერის K2FeO4 - კალიუმის ფერატი. ფერატები ძლიერი მჟანგავებია. წყალში ადვილად იხსნებიან:

4 K2FeO4 + 10 H2O → 4 Fe(OH)3 + 8 KOH + 3 O2


 

s