8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

პირობების მიხედვით, რამდენი მოდიფიკაციის სახით შეიძლება არსებობდეს რკინა? როგორია მათი მდგრადობის ტემპერატურული ინტერვალი? როგორი სტრუქტურა აქვს რკინის მოდიფიკაციებს?

 

პასუხი:

რკინა წარმოქმნის რამდენიმე მოდიფიკაციას: α-, β-, γ- და δ-რკინას. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე რკინა არსებობს a-მოდიფიკაციის სახით, რომელიც მაგნიტური თვისებებით ხასიათდება და მოცულობაცენტრირებული კუბური მესერი აქვს. 770 °C ტემპერატურაზე ის გადადის b-რკინაში, რომელსაც a-რკინის სტრუქტურა აქვს, მაგრამ პარამაგნიტურია. 912 °C ტემპერატურაზე β-რკინა გადადის γ-რკინაში, რომელიც წახნაგცენტრირებული კუბური მესრით ხასიათდება, ხოლო 912 °C ტემპერატურაზე ეს უკანასკნელი გარდაიქმნება მოცულობაცენტრირებულ δ-რკინად.


 

s