8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

როგორ მიიღება რკინა მრეწველობასა და ლაბორატორიაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

პასუხი:

ლაბორატორიაში რკინა შეიძლება მივიღოთ შემდეგი მეთოდებით.

  • Fe2O3 ოქსიდიდან რკინის აღდგენით წყალბადით, 1000°C-ზე:

Fe2O3 + 3 H2 → 2 Fe + 3 H2O

  • Fe2O3 ოქსიდიდან რკინის აღდგენით ალუმინით (გახურებით):

Fe2O3 + 2 Al→ 2 Fe + 3 Al2O3

  • რკინის პენტაკარბონილის თერმული დაშლით უჰაეროდ. მიიღება განსაკუთრებით სუფთა რკინა

Fe(CO3)5   Fe + 5 CO

  • რკინის ხსნადი მარილების წყალხსნარების ელექტროლიზით.

რკინის მიღების სამრეწველო მეთოდი მოიცავს სამ საფეხურს:

მადნიდან რკინის აღდგენა (თუჯის წარმოება).

თუჯის წარმოებას ახდენენ ბრძმედებში, რომელშიც ზემოდან მორიგეობით იყრება რკინის მადანი, კოქსი, ფლუსი (CaCO3). სამივეს ერთად კაზმი ეწოდება. ქვემოდან ბრძმედში დაუბერავენ ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს. კოქსი იწვის:

C + O2  → CO2 + 402 კჯ/მოლი

ეს რეაქცია ეგზოთერმულია, რის ხარჯზეც ტემპერატურა 1850°C-მდე იზრდება. CO2 ეხება გავარვარებულ კოქსს და ზედა ფენებში წარმოიქმნება CO:

CO2 + C → 2 CO

Fe(CO3)5 →  Fe + 5 CO

შემდეგ მიმდინარეობს რკინის თანდათანობითი აღდგენა CO-თი, რომელიც ძირითადი აღმდგენია. თუ მადანი წითელი რკინაქვაა, ეს თანმიმდევრული პროცესი შემდეგი რეაქციებით გამოისახება:

2Fe2O3 + CO  → 2Fe3O4 + CO2

2Fe3O4 + CO  →  3FeO + CO2

FeO + CO  →  Fe + CO2

ამ სამი რეაქციის შეჯამებული ტოლობაა:

2 Fe2O3 + 3 CO →  2 Fe + 3 CO2

ნაწილობრივ აღდგება მადანში არსებული მინარევები:

2 SiO2 + C →  Si + CO

MnO + C →  Mn + CO

Ca3(PO4)2 + 5 C →  2 P + 5 CO + 3 CaO

გამდნარი რკინა დაბლა ჩამოედინება და კოქსთან წარმოქმნის:

Fe + 3C → Fe3C

3 Fe + CO →  Fe3C + CO2

Fe3C იხსნება გალღობილ რკინაში და ნახშირთან წარმოქმნის თუჯს.

s