8.მე-8 ჯგუფის ელემენტები

8.1.რკინა

კითხვა:

როგორი სახით არის გავრცელებული ბუნებაში რკინა? დაასახელეთ რკინის შემცველი მინერალები და დაწერეთ მათი შესაბამისი ქიმიური ფორმულები.

 

პასუხი:

სუფთა რკინა იშვიათად გვხვდება. ყველაზე ხშირად ის გვხვდება დედამიწაზე ჩამოვარდნილი რკინა-ნიკელის მეტეორიტების შემადგენლობაში. ბუნებაში რკინა ძირითადად საბადოების სახით არსებობს. რკინის ძირითადი საბადოებია:

  • მაგნეტიტი (მაგნიტური რკინაქვა - Fe3O4 (შეიცავს 72 %-მდე რკინას);
  • ჰემატიტი (წითლი რკინაქვა) - Fe2O3 (შეიცავს 65 %-მდე რკინას);
  • ლიმონიტი - Fe2O3·nH2O (შეიცავს 60 %-მდე Fe-ს);
  • პირიტი - რკინის კოლჩედანი - FeS2 (შეიცავს 46 %-მდე რკინას);
  • სიდერიტი - რკინის შპატი - Fe2CO3 (შეიცავს 35%-მდე რკინას).

ზოგიერთ მინერალურ წყალში Fe(II) სულფატების და ჰიდროკარბონატების სახით გვხვდება. ამგვარი წყალი ჟანგისფრად ღებავს გარემოს რკინა(III) ჰიდროქსიდის წარმოქმნის გამო.


 

s