6.მე-6 ჯგუფის ელემენტები

6.1.ქრომი

კითხვა:

კალიუმის ქრომატის და დიქრომატის ხსნარზე ბარიუმის მარილის ხსნარის მოქმედებით ილექება ერთნაირი შედგენილობის ნაერთები. რატომ?

 

პასუხი:

თუ ბიქრომატის ხსნარს დავამატებთ მეტალის მარილს, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას ადვილად ხსნადი ბიქრომატი და მცირედხსნადი ქრომატი – ასეთ შემთხვევაში ნალექის სახით გამოილექება ამ მეტალის ქრომატი. ეს აიხსნება იმით, რომ ხსნარში ქრომატსა და ბიქრომატს შორის არსებობს წონასწორობა:

2CrO42-  + 2 H+  ⇄  2Cr2O72- + H2O

ძლიერ მჟავა გარემოში ქრომატის წარმოქმნა არ მოხდება, წონასწორობის მარჯვნივ გადახრის გამო, მაგრამ სუსტ მჟავა გარემოში შესაბამისი ხსნადობის ნამრავლის მნიშვნელობის მიღწევა შესაძლებელია და ადგილი ექნება ქრომატის წარმოქმნას.


 

s