6.მე-6 ჯგუფის ელემენტები

6.1.ქრომი

კითხვა:

რომელი მეტალების ქრომატებია გამოყენებული საღებავებად?

 

პასუხი:

ზოგიერთი მეტალის უხსნად ქრომატს ახასიათებს მკვეთრი ფერი, და გამოიყენება საღებავებად.

  • ყვითელი კრონი: PbCrO4, ZnCrO4, SrCrO4
  • წითელი მოლიბდენის კრონი - MoCrO4
  • ვარდისფერი კრონი - SrCrO4

“ქრომის ყვითელი” ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის შესაღებად. ეს საღებავი პირველად მიიღო თომას ლოურენსმა.

ქრომატების მიღება ხდება შესაბამის მეტალთა ნიტრატებზე ხსნადი ქრომატის მოქმედებით:

Pb(NO3)2 + K2CrO4 →  PbCrO4 + 2 KNO3

(K2CrO4-ის მიღება იხ. მე-12 კითხვის პასუხში)

“ქრომის ყვითელით” შეღებილი ავტომობილი


 

s