14. მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.1. ნახშირბადი

1. რამდენი ბუნებრივი სტაბილური იზოტოპი აქვს ნახშირბადს? როგორ წარმოიქმნება ბუნებაში ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპი 14C? რა გამოყენება აქვს 14C იზოტოპს?

2. რა ეწოდება ორგანული წარმოშობის ნივთიერებების გეოლოგიური ასაკის განსაზღვრის მეთოდს?

3. რომელ ჰიბრიდულ მდგომარეობაშია ნაერთებში ნახშირბადის ატომი? როგორია მათი აღნაგობა?

4. რამდენი ალოტროპიული ფორმა აქვს ნახშირბადს? რა მნიშვნელოვანი გამოყენება ექნება მომავალში ნახშირბადის ალოტროპიულ ფორმებს ფულერენსა და გრაფენს? როგორია მათი აღნაგობა?

5. რატომ არის საშიში ადამიანისათვის ნახშირბად(II)-ის ოქსიდი? როგორია მისი ელექტრონული აღნაგობა? რატომ აქვს ნახშირბად(II)-ის ოქსიდს დაბალი რეაქციისუნარიანობა დაბალ ტემპერატურაზე? რა გამოყენება აქვს ნახშირბად(II)-ის ოქსიდს?

6. მიუხედავად იმისა, რომ ნახშირბად(II)-ის ოქსიდი მარილარწარმომქმნელი ოქსიდია, როგორ სპეციფიკურ თვისებას ავლენს ის? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა

7. რა არის წყალაირი? რა სამრეწველო გამოყენება აქვს წყალაირს? შეადარეთ წყალაირი გენერატორის აირს. რომელ აირს აქვს უფრო მეტი თბოუნარიანობა?

8. რომელი მეტალი იწვის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.

9. როგორია ნახშირბად(IV)-ის ოქსიდის (ნახშირორჟანგის) აგებულება? როგორია მისი დიპოლური მომენტის მნიშვნელობა?

10. რომელ ნაერთთან ურთიერთქმედებისას გამოყოფს ნახშირბად(IV)-ის ოქსიდი მოლეკულურ ჟანგბადს? სად გამოიყენება ეს რეაქცია? დაწერეთ რეაქციის ტოლობა.

11. რა გამოყენება აქვს ნახშირბად(IV)-ის ოქსიდს?

12. რომელი მეტალების კარბონატები არ იშლება გახურებისას? რატომ?

13. როგორია ნახშირბად(II)-ის ოქსიდის კომპლექსწარმოქმნის უნარი? რომელ მომწამლავ კომპლექსურ ნაერთს იცნობთ იგივე მომწამლავი ეფექტით, რასაც ნახშირბად(II)-ის ოქსიდი ავლენს?

14. როგორია ნახშირბადის მნიშვნელობა, ბიოლოგიური როლი და ეკოლოგია?

 

s