პროექტი "მინერალების ენციკლოპედია"

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და www.chemistry.ge საიტის რედაქცია სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს პროექტში "მინერალების ენციკლოპედია" მონაწილეობის მისაღებად..

 

დაინტერესებული პირები შეირჩევიან კონკურსის წესით.

 

კონკურსანტებს უნდა შეეძლოთ:

  • ტექსტურ რედაქტორებში მუშაობა (მაგ. MS WORD)
  • ინტერნეტში მუშაობა
  • გრაფიკულ რედაქტორებში მუშაობა (სყრათის ზომისა და ფორმატის ცვლილება)
  • საშუალო დონეზე ფლობდნენ ერთ-ერთ უცხო ენას.

 

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ავტობიოგრაფია ან CV (ჩამოწერეთ შესაბამისი ფორმა, სტუდენტების CV-ს ფორმა)

 

განცხადებების წარმოდგენა შესაძლებელია 2011 წლის 25 მაისამდე.

 

განცხადებების წარმოდგენა წარმოებს  ელექტრონულად. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: info@chemistry.ge

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონებში მაცხოვრებელ კანდიდატებს, ვინაიდან პროექტში მონაწილეობა ითვალისწინებს ვებ-ტექნოლოგიებზე დამყარებულ ურთიერთობას.

 

კონკურსის შედეგად შეირჩევა რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ დამატებითი ტრეინინგი ვებ-ტექნოლოგიებში.

 

 

 

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

www.chemistry.ge საიტის რედაქცია

 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას