ნობელიანტები ქიმიაში

 

ფრეიზერ სტოდარტი (Sir J. Fraser Stoddart )

 

დაბადება: 1942-05-24 (ედინბურგი, გაერთიანებული სამეფო)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი,ევანსტონი, აშშ

პრემია:2016

„მოლეკულური მანქანების დიზაინისა და სინთეზისთვის“

 

 

ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მცირე ზომის მანქანები,რომელთა შემადგენელი ნაწილები მოლეკულებია. მანქანის ფუნქციონირებისათვის კი საჭიროა მის ნაწილებს ერთმანეთთან მიმართებაში გადაადგილება შეეძლოთ.მოლეკულური მანქანები არის მოწყობილობები, რომლებიც მანიპულირებენ ცალკეულ ატომებთან და მოლეკულებთან. მათ შეუძლიათ გადაადგილება  ერთი ადგილიდან მეორეზე, ასევე დაუახლოვდნენ ისე, რომ მათ შორის წარმოიქმნას ქიმიური ბმა, ან გაიყონ ისე, რომ გაწყვიტონ ქიმიური ბმა. მოლეკულური მანქანის ზომა არ შეიძლება იყოს ძალიან დიდი. ეს ჩვეულებრივ რამდენიმე ნანომეტრია.მომავალში, მოლეკულური მანქანებმა შესაძლოა დიდი გამოყენება ჰპოვოს ახალი მასალებისთვის, სენსორებისთვის და ენერგიის შესანახი სისტემებისთვის.

1991 წელს „როტაქსანს“(ერთგვარი მოლეკულური სტრუქტურა) შემუშავებით, ფრეიზერ სტოდარტმა ხელი შეუწყო მოლეკულური მანქანების განვითარებას.მან მოლეკულური ბეჭედი თხელ მოლეკულურ ღერძად მოჭრა და აჩვენა, რომ ამ ბეჭედს შეუძლია ღერძის გასწვრივ გადაადგილება.

 

ბიოგრაფია

ფრეიზე სტოდარტი დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში. იგი სწავლობდა ედინგბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1966 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი.

1978 წელს Imperial Chemical Industries-ის ლაბორატორიაში პირველად დაიწყო მექანიკურად შიდაჩაკეტილი მოლეკულების შესწავლა, რომლებიც საბოლოოდ მოლეკულურ მანქანებად აქცია.
2004 წელს მეცნიერმა ნაგოიას ოქროს მედალი მოიპოვა ორგანულ ქიმიაში.

2007 წელს იგი მეცნიერებაში ალბერტ აინშტაინის მსოფლიო ჯილდოსა და ნანოტექნოლოგიაში ფეინმენის პრიზის მფლობელი გახდა.

2008 წელს ამერიკის ქიმიის საზოგადოებისგან არტურ კოუპის ჯილდო გადაეცა.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s