ნობელიანტები ქიმიაში

 

გრეგორი უინთერი (Sir Gregory P. Winter )

 

დაბადება: 1951-04-14 (ლეიკესტერი, დიდი ბრიტანეთი)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია. კემბრიჯი

პრემია:2018

“პეპტიდებისა და ანტისხეულების ე.წ. „ფაგური ეკრანის“ მეთოდის შემუშავებასა და დახვეწაში“.

 

 

ევოლუციამ–სხვადასხვა გარემოში სახეობათა ადაპტაციამ–ცხოვრება გაამრავალფეროვნა. სწორედ ეს პრინციპები, გენეტიკური ცვლილება და სელექცია, გამოიყენა გრეგორი უინთერმა ანტისხეულების მიმართული ევოლუციისათვის. კერძოდ, მან გამოიყენა ე.წ „ფაგური ეკრანის“ მეთოდი, რომლის დროსაც ბაქტერიოფაგი–ვირუსი, რომელიც ბაქტერიას საკუთარი გენით აინფიცირებს, გამოიყენება ახალი ცილების განვითარებისათვის. 2002 წლიდან ეს მეთოდი საფუძვლად დაედო იმ ახალი მედიკამენტების წარმოებას, რომლებიც გამოიყენება ისეთი აუტოიმუნური დაავადების საწინააღმგედოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.
2018 წელს გრეგორი უინთერნს ჯორჯ სმიტთან და ფრენსის არნოლდთან ერთად, ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

 

ბიოგრაფია

გრეგორი უინთერი დაიბადა ლეიკესტერში (გაერთიანებული სამეფო), თუმცა გაიზარდა განაში, სადაც მამამისი ფრანგულის პროფესორი გახლდათ. გრეგორი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1977 წელს კი MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში დოქტორის ხარისხი მიიღო. სწორედ ამ კვლევით ინსტიტუტში განაგრძო მან მუშაობა. ამასთან, ჩამოაყალიბა სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ანტისხეულების შემუშავებაზე და შემდგომში მათ მედიკამენტებში იყენებენ.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s