ნობელიანტები ქიმიაში

 

ოსამუ შიმომურა (Osamu Shimomura )

 

დაბადება: 1928-08-28 (კიოტო, იაპონია)

გარდაცვალება: 2018-10-19

ალმა–მატერი: საზღვაო ბიოლოგიური ლაბორატორია, აშშ, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, მასაჩუსეტსი

პრემია:2008

"მწვანე ფლუორესცენტული ცილის აღმოჩენისა და განვითარებისათვის" 

 

 

ზოგიერთ ორგანიზმს შეუძლია აწარმოოს ის, რასაც მწვანე ფლუორესცენტულ ცილას უწოდებენ, რომელიც გამოყოფს მოციმციმე სინათლეს.  მწვანე ფლუორესცენტულ ცილის წარმოქმნას არეგულირებს გენი, რომელსაც შეუძლია შევიდეს სხვა ორგანიზმის გენში. იმის გამო, რომ  მწვანე ფლუორესცენტულ ცილას შეუძლია შეუერთდეს სხვა ცილებს გენური ინჟინერიის წყალობით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უჯრედებში ბიოლოგიური პროცესების შესასწავლად.

ამ ყველაფრის მისაღწევად პირველი ნაბიჯები გადადგა ოსამუ შიმომურამ, რომელმაც 1960-იან წლებში გამოყო ფლუორესცენტული ცილა მედუზასგან და აღმოაჩინა, რომ ცილა მწვანედ ანათებდა, მაშინ, როცა ულტრაიისფერი სინათლით ასხივებდნენ.

 

ბიოგრაფია

ოსამუ შიმომურა დაიბადა 1928 წლის 28 აგვისტოს იაპონიის ქალაქ კიოტიში.

1951 წელს მეცნიერმა მიიღო ფარმაცევტის მაგისტრის ხარისხი ნაგასაკის სამედიცინო კოლეჯის ფარმაცევტულ სკოლაში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ასისტენტ ლაბორანტად.

1960 წელს ნაგოიას უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.

ნობელის პრემიის გარდა, მეცნიერმა მიიღო პირსის პრემია 2004 წელს, ემილ ჩამოტის პრემია 2005 წელს და კულტურის ორდენი მშობლიურ იაპონიაში 2008 წელს.

ოსამუ შიმომურა გარდაიცვალა 2018 წლის 18 ოქტომბერს.

 

სტატია მომზადებულია მიერ  



s